ავტოსპორტი

3:52 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-მა 2022 წლის კალენდრის წინასწარი ვარიანტი გამოაქვეყნა

მსოფლიოს მოტორ სპორტის საბჭომ (WMSC) მოიწონა ფორმულა 1-ის მომავალი წლის კალენდრის წინასწარი ვარიანტი, რომელიც 23 ეტაპს მოიცავს და ტესტების დღეების რვამდე გაზრდას ითვალისწინებს.

მაგრამ მოწონების გარდა, აუცილებელი იქნება საბჭოს მიერ, კალენდრის კენჭისყრით დამტკიცება, რადგან ის რეგლამენტის დარღვევას იწვევს. საქმე ისაა, რომ წესების მიხედვით, სეზონის წინ, მხოლოდ სამდღიანი ტესტებია დაშვებული.

ტესტების სერიას, ბარსელონას ხუთი დღე ემატება, რომელთა გამართვაც, 21-25 თებერვალს იგეგმება. მეორე სერია კი 10-12 მარტს, ბაჰრეინში ჩატარდება და ამის შემდეგ, გუნდებს ათი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ტესტების დროს მიღებული ინფორმაცია გადაამუშაონ და მანქანების კონსტრუქციებში, საჭირო ცვლილებები შეიტანონ.

რაც შეეხება კალენდარს, მასში მეოთხე ეტაპი ჯერაც გაურკვეველია. რიგი ჩინეთს უწევს, მაგრამ შანჰაიში რბოლის ჩატარება სათუოა. ამიტომ, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა შემცვლელიც უკვე დაიბევეს - იტალიის იმოლა. თუ ასე მოხდა, იტალია იქნება მეორე ქვეყანა, სადაც მომავალ სეზონში ორი რბოლა ჩატარდება. ორ რბოლას შეერთებული შტატები მასპინძლობს - ოსტინს (ტექსასი) მიამი (ფლორიდა) დაემატა.

ეტაპების რიცხვის ზრდის მიუხედავად, მომავალი წლის ჩემპიონატი წლევანდელზე ადრე, 20 ნოემბერს დასრულდება.

WMSC ახალი კალენდრის კენჭისყრას პარასკევს ჩაატარებს.

ფორმულა 1-ის 2022 წლის კალენდრის პირველადი ვერსია

20 მარტი ბაჰრეინი, ბაჰრეინი

27 მარტი საუდის არაბეთი, ჯედა

10 აპრილი ავსტრალია, მელბურნი

24 აპრილი ჩინეთი/იტალია, შანჰაი/იმოლა

8 მაისი შეერთებული შტატები, მაიამი

22 მაისი ესპანეთი, ბარსელონა

29 მაისი მონაკო, მონაკო

12 ივნისი აზერბაიჯანი, ბაქო

19 ივნისი კანადა, მონრეალი

3 ივლისი ბრიტანეთი, სილვერსტოუნი

10 ივლისი ავსტრია, შპილბერგი

24 ივლისი საფრანგეთი, პოლ რიკარი

31 ივლისი უნგრეთი, ბუდაპეშტი

28 აგვისტო ბელგია, სპა-ფრანკორშანი

4 სექტემბერი ჰოლანდია, ზანდფოორტი

11 სექტემბერი იტალია, მონცა

25 სექტემბერი რუსეთი, სოჭი

2 ოქტომბერი სინგაპური, სინგაპური

9 ოქტომბერი იაპონია, სუზუკა

23 ოქტომბერი შეერთებული შტატები, ოსტინი

30 ოქტომბერი მექსიკა, მექსიკო

13 ნოემბერი ბრაზილია, სან პაულუ

20 ნოემბერი აბუ დაბი, აბუ დაბი

თეგებიფორმულა 1
0.146886