სხვა

2:53 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უაილდერმა ექვსთვიანი სამედიცინო დისკვალიფიკაცია მიიღო

ტაისონ ფიურისთან ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, მძიმე წონაში WBC-ს ყოფილი ჩემპიონი დეონტეი უაილდერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ჩატარებული შემოწმების შემდეგ, ნევადის შტატის ათლეტთა კომისიამ, ექვსი თვით აუკრძალა რინგზე ასვლა.

35 წლის ამერიკელი მეტოქემ სამჯერ დასცა. მესამედ მე-11 რაუნდში და ამ წაქცევას ბრძოლის შეწყვეტა მოჰყვა. უაილდერი იმავე საღამოს გამოწერეს, მაგრამ ვერდიქტი საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა. ამის მიზეზი, ხელის თითის მოტეხილობა გახდა. თუმცა კომისიას დასკვნაში ისიც უწერია, რომ ექიმის ნებართვის შემთხვევაში, აკრძალვა შეიძლება უფრო ადრეც შეწყდეს.

ექიმთა სიმკაცრე ჩემპიონმაც იწვნია - მას 45 დღით აეკრძალა ბრძოლა. ფიურიმ პირველად დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელიც წინა ბრძოლაში, სწორედ უაილდერს ჩამოართვა. ბრიტანელმა განაცხადა, რომ ამ დროს ოჯახთან ერთად გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ უაილდერს ფიურისთან ზედიზედ ორ წაგებამდე, 43 ბრძოლაში მარცხი არ ჰქონდა. და თან, ბრძოლების უმეტესობას ნოკაუტით იგებდა.

0.120644