ფეხბურთი

23:59 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მენიოს შემცვლელად 38 წლის იტალიელი მეკარე დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ვეტერანი მეკარე ანტონიო მირანტე დაიმატა. „როსონერიმ“ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მთავარი მეკარე მაიკ მენიო დაუშავდა.

ფრანგმა კიპერმა მარცხენა მაჯაზე ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ 10 კვირა ვერ ითამაშებს, თუმცა, შეიძლება 2021 წელს მოედანზე ვერც გავიდეს. ამიტომ, შავ-წითლები მხოლოდ ჩიპრიან ტატარუშანუს იმედად ვერ დარჩნენ.

38 წლის მირანტე ივლისიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტი იყო და „მილანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის ბოლო სამი სეზონი „რომაში“ თამაშობდა, კარიერა კი „იუვენტუსში“ დაიწყო, რომლის ღირსება 7 მატჩში დაუცავს. გარდა ამისა, „სიენაში“, „კროტონეში“, „სამპდორიაში“, „პარმასა“ და „ბოლონიაში“ უთამაშია.

0.117827