ფეხბურთი

20:51 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენი "მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ინგლისის ეროვნულინაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ფილ ფოდენი "მანჩესტერ სიტისთან" ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. როგორც Daily Telegraph-ი იუწყება, ფოდენი ახალ ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კვირაში მისი ხელფასი კი 150,000 გირვანქა სტერლინგი იქნება. ამჟამად ფოდენი კვირაში 20,000 იღებს.

იმ შემთხვევასი თუ ინგლისური გამოცემის ინფორმაცია დადასტურდება, ფოდენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. ინგლისელი "ქალაქელების" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ფილმა 130 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში ფოდენი 2020 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108215