ფეხბურთი

16:45 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "მუნდიალის ყოველ ორ წელში ჩატარების საკითხი განიხლება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეის მხარდამჭერია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ამ იდეას სწორედ ფიფა ლობირებს.

როგორც ინფანტინომ აღნიშნა, დიდი ტურნირები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს და ეს მის ხარისხს არ დააგდებს.

„2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს, ეს უკვე მოგვარებული საკითხია, მაგრამ ტურნირი ყოველ ორ თუ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ახლა ეს საკითხი განიხილება. ვფიქრობ, რომ დიდი ტურნირები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს. ტურნირის პრესტიჟი არაა დამოკიდებული მის სიხშირეზე, არამედ მის ხარისხზე. სუპერ ბოული, უიმბლდონი ან ჩემპიონთა ლიგა ამის შესანიშნავი მაგალითებია. ეს შეჯიბრებები ყოველწლირად ტარდება, მაგრამ მაინც ძალიან პრესტიჟულია“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, უეფა ფიფას ამ იდეას მხარს არ უჭერს, თავდაპირველი ინიციატივა კი ფრანგ მწვრთნელ არსენ ვენგერს ეკუთვნის. მსოფლიოს დამდეგი ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

0.112796