ფეხბურთი

15:14 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიაში" მამარდაშვილის სეივი სექტემბერში საუკეთესოდ დაასახელეს (+VIDEO)

„ვალენსიაში“ სექტემბრის საუკეთესო სეივის ავტორი გიორგი მამარდაშვილია. ამის შესახებ „ღამურების“ ვებგვერდი იტყობინება.

27 აგვისტოს, „ალავესთან“ მოგერიებული ბურთი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს და ყველაზე მეტი ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის სეივს ავლენდნენ, გამოკითხვაში 27 აგვისტოს გამართული მატჩიც იყო შესული და სწორედ ამ შეხვედრის სეივმა გაიმარჯვა.

მეორე ადგილზეც გიორგის სეივი გავიდა, რომელიც პამპლონას "ოსასუნასთან" შეასრულა, ხოლო სამეულში ბოლო ადგილი ერგო იასპერ სილესენის მოგერიებას "ბილბაოსთან".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა, პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს და ამავე ტურში მისი სეივი საუკეთესოდ დაასახელეს. გიორგიმ სეზონისწინა მოსამზადებელ მატჩებშიც ითამაშა და თავის გამოჩენაც მაშინაც მოახერხა.

0.116149