საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა კოსოვოს ნაკრებთან (2:1) მატჩის შემდეგ, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
ქართველი ფეხბურთელის თქმით, გოლი გასახარია, მაგრამ მთავარი სამი ქულის მოპოვება იყო, რომელიც გუნდს ძალიან სჭირდებოდა.
"გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი 9 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ეს იყო ვილი სანიოლის მეორე სპარინგის ჩათვლით, მაგრამ პირველი ოფიციალური გამარჯვება საქართველოს ნაკრებში, რის შედეგადაც, „ჯვაროსნებმა“ 4 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლეს. შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთთან მატჩით დაასრულებს.