სხვა

3:18 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დამარცხებული უაილდერი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე დეონტეი უაილდერი ჯერ საკუთარი კარიერის დასრულებას არ აპირებს. უალდერი გასულ უქმეებზე ნოკაუტით დამარცხდა WBC-ს ჩემპიონ ტაისონ ფიურისთან. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო.

ფიურიმ (31-0-1) შეხვედრის დასაწყისში, მეტოქის შეტევები მოიგერია, მერე კი სრულ უპირატესობას დაეუფლა და საქმეს მე-11 რაუნდში მორჩა. ბრიტანელი მოკრივე პროფესიონალურ რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მასთან დაპირისპირებაში ერთადერთ ფრეს სწორედ უაილდერმა მიაღწია.

„დეონტეიმ საკუთარი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო. ამიტომ მას სარჩოს მოსაპოვებლად ბრძოლების ჩატარება არ მოუწევს. ამასთან, არც სპორტიდან წასვლაა მის გეგმებში. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენ არ განგვიხილავს“, - განაცხადა უაილდერის მწვრთნელმა მალიკ სკოტმა.

მისი თქმით, უაილდერი (42-2-1) იმსახურებს იმას, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე ბრძოლა ჩაატაროს.

„დეონტეი ამ შაბათს ძალიან კარგად იბრძოდა, მაგრამ ფიური კიდევ უფრო უკეთესი იყო. ეს მძიმე წონის დიდი დღე იყო. ფიური ქებას იმსახურებს. მას ძლიერი ნიკაპი ჰქონია. ის ლეგენდაა. ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე წონაში. და იგივეს ვიტყვი დეონტეიზეც“.

0.130019