ჩოგბურთი

3:11 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მერვედფინალშია

ნიკოლოს ბასილაშვილმა ინდიან ველსის 1/16 ფინალში ალბერტ რამოს-ვინოლასი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 4:6 წააგო და შეხვედრის გადასარჩენად ბრძოლა მეორე სეტში მოუწია, რომელიც უმძიმესი გამოდგა. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკოლოზი შეუდარებელი იყო და 7:2 მოიგო, ხოლო სეტში 7:6 იმარჯვა. ეს გარდამტეხი მომენტი გამოდგა, რადგან გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილს მეტოქისთვის შანსი არ მიუცა და საბოლოოდ 4:6, 7:6, 6:2 მოიგო.

შეხვედრა 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 8 ეისი შეასრულა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 6 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსზე ორი წრის გავლა შეძლო, მერვედფინალში კი რეიტინგის 29-ე ნომერ კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

0.134609