კალათბურთი

23:10 | 12.10.2021 | ნანახია 2177 - ჯერ

33 ქულა და 8 მოხსნა! თორნიკე შენგელიას საოცარი თამაში ევროლიგაში

თორნიკე შენგელია ფანტასტიკურ ფორმაშია და ევროლიგაში მორიგი სუპერთამაში ჩაატარა. მოსკოვის ცსკა-მ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ 77:67 მოიგო, ხოლო ქულების თითქმის ნახევარი შენგელიას ანგარიშზეა!

თორნიკემ 35:48 წუთში 33 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც ცხადია, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, ისევე, როგორც 33 ქულა და მატჩის MVP გახდა. სხვათა შორის, 33 ქულა თორნიკესთვის ევროლიგაში სარეკორდო შედეგია.

მხოლოდ ეს არ არის: დიდი შანსია, შენგელია ევროლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, რადგან მარგი ქმედების 37 კოეფიციენტი ძალიან დიდი და სოლიდური მაჩვენებელია. ვთქვათ ისიც, რომ ევროლიგის მეორე ტურის MVP სწორედ ქართველი კალათბურთელი გახდა (კარიერაში მერვედ) და ახლა ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ამ პრიზს ზედიზედ მეორედ მიიღოს, რაც დიდებული შედეგი იქნება.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში ორი მოგების საპირწონედ ერთი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 ოქტომბერს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:50 | 13.10.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

თორნიკეს ხასიათში ზის რომ გუნდის პირველი ოფცია უნდა იყოს (ჰა ჰაა, მეორე). ნბა-ში ამას ობიექტურად ვერ გაქაჩავდა და ჩაიკარგებოდა, თორე იქ მოთამაშეთა 60-70 პროცენტზე უკეთესი ნაღდად არის.
ევროპაში მას უდავო ავტორიტეტი აქვს - პარკეტზეც და მის მიღმაც. ცსკა კი პირადად ჩემთვის ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია და არა პოლიტიკური საფრთხობელა.

12:29 | 13.10.2021
dinamo222 (8587)

თოკოს ამ მაგარი თამაშების შემყურე ნაბ...რი პაწრიოწები ისევ გამოძვრნერნ სოროებიდან და დაიწყეს ბოღმის ნთხევა ფეისბუკში @ ეხლა ასიანი თათბირობენ რა ვქნათ შენგელია ცესკადამ რომ გამოაგდონო და ალბათ მალე ვნახავთ იმათ ახალ ძლევამოსილ აქციას--ვეკე-საბურთალოზე საბჭოთა არმიის ყოფილ შტაბთან მივლენ და ჩაიხდიან და მიუშვერენ ტრა.ებს რუსი ოფივრების იქ ჩარჩენილ სულებს !DD

12:28 | 13.10.2021
dinamo222 (8587)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:18 | 13.10.2021
dinamo222 (8587)

მართლა ძაან მაგრა ითამაშა და ზედიზედ მეორედ ტურის ემ-ვი-პი გახდება !

10:07 | 13.10.2021
a_reversi (280)

უსერიოზულესი თამაში ქონდა, ძალიან დომინირებადი სტილი აქვს და ფაქტიურად ყველაფერს აკეთებს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. როგორც ჩანს პირველი სეზონი ადაპტაციისთვის იყო საჭირო და ახლა უკვე ბოლომდე აიღო ხელში სადავეები და ლიდერობა
ასე რომ ასე განაგრძე თოკო

10:11 | 13.10.2021
a_reversi (280)

კი ნამდვილად დაგვწყვიტა მის პერსონალურ ფანებს გული მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი რუსებზე დამოკიდებული ხდება თანდათან და მაინცდამაინც შენგელია არ უნდა გამოეყვანა ხალხს განტევების ვაცად - ენერგეტიკა, საგარეო ვაჭრობა, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ტურისტული ნაკადები.. გადახედეთ, ყველაფერში რუსებზე ვართ დამოკიდებული უკვე და რაღაც არ მსმენია მაგაზე პროტესტი, მაგრამ შენგელია როგორ გადავიდა მაინც ხო ცსკა-ში?
თან ალტერნატივებსაც გააჩნია რეალს არ ქონია სურვილი, ბარსელონას მიროტიჩი ყავდა ახალდამატებული, ბერძნებში სერიოზული კრიზისია. იქ გადავიდა სადაც ევროლიგის მოგების მეტი შანსი ქონდა... სხვა რამეს ვისურვებდი მაგრამ მაგის გამო გინება, შეურაცყოფა და ნაკრებიდან მოკვეთის მოთხოვნა არასწორია და ახლაც იგივე აზრზე ვარ

11:38 | 13.10.2021
lagashi (6738)

საერთოდ ხასიათში გვაქვს, რაღაცა ძაან მიგვაქვს გულთან, რაღაცას კი ყურადღებასაც არ ვაქცევთ….. ბოლო ბოლო რუსულ ხორბალზე მაინც რატომ უნდა ვიჯდეთ? ყველანაირი ხორბალი მოდის საქართველოში და მაინცდამაინც ნომერ პირველ საკვებ პროდუქტს - პურს, რუსულს მივირთმევთ.

13:20 | 13.10.2021
a_reversi (280)

+
თუნდაც ეგ
და მერე გვიკვირს რატომ ძვირდება ყოველ კვირა

00:16 | 13.10.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

არმიაშია, კანკრეტნად ავიაციაში

0.126342