ფეხბურთი

21:55 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" მაიკ მენიო გამოაკლდა, რომელსაც ოპერაციას გაუკეთებენ

იტალიურ „მილანს“ მეკარე მაიკ მენიო გამოაკლდა, რომელიც საოპერაციოა. „როსონერის“ ვებგვერდის ცნობით, ფრანგი კარის დარაჯს მარცხენა მაჯა აწუხებს და გამოკვლევებამ აჩვენა, რომ ქირურგიული ჩარევა საჭიროა.

მენიომ დაზიანება ჯერ კიდევ სექტემბერში, ლივერპულთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ ტრავმირებულმა რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ამჯერად ტკივილი გაუსაძლისი გახდა.

მენიოს ოპერაცია ოთხშაბათს ჩაუტარდება და მოედანზე გასვლას სავარაუდოდ, 10-15 დღის განმავლობაში ვერ შეძლებს. შავ-წითელთა მიზანია, რომ მან თამაში ნოემბრის სანაკრებო პაუზის დაწყებამდე მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ მაიკ მენიო „მილანს“ ზაფხულში შეუერთდა და ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა. ფრანგი კარგ ფორმაში იყო და გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს.

0.115948