ფეხბურთი

20:19 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალი" ჩუამენის გადაბირებას აპირებს

„მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ორელინ ჩუამენი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca იტყობინება.

21 წლის ფეხბურთელს „სამეფო კლუბში“ აქტიურად აკვირდებიან და კაზემიროს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. თუმცა, ფრანგ ნახევარმცველს სხვა ბევრი მსურველიც ჰყავს - „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „იუვენტუსი“.

ფეხბურთელზე მაღალი მოთხოვნილების გამო „მონაკო“ ვარაუდობს, რომ ტრანსფერით 60 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჩუამენს მონეგასკებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ში შვიდი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ჩუამენი საფრანგეთის ნაკრების წევრიცაა და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110347