ფეხბურთი

16:33 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტმა კურტუას უპასუხა: "უაზრობაა, თქვენ დიდ ხელფასს იღებთ და უბრალოდ თამაშობთ"

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ტიბო კურტუა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან უბრალოდ სისულელე თქვა.

ბელგიელმა მეკარემ უეფას შესახებ თქვა, რომ ისინი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და ფეხბურთელებს ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება უწევთ. თუმცა, ვან დერ ვაარტი კურტუას არ დაეთანხმა.

„კურტუამ უაზრობა თქვა და წუწუნებს. ფეხბურთს თამაშობ, დიდ ხელფასს იღებ და 6 თვე შვებულება გაქვს (რაფაელის აზრით, ფეხბურთელებს ნახევარი წელი შვებულება გამოსდით - რედ). ფეხბურთელობა დატვირთულ გრაფიკსაც მოიცავს, ეს ყველამ გამოვიარეთ. მატჩების თამაში ყველაზე კარგია, თანაც, კურტუა მეკარეა, როგორ ფიქრობთ, ნიდერლანდელი მეკარე ბილოუ, რომელმაც გუშინ გიბრალტართან ითამაშა, დაიღალა?“, - თქვა ვან დერ ვაარტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101158