„ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევამცველმა, მეისონ მაუნტმა, ჟურნალისტებს თანანაკრებელი ფილ ფოდენის შესახებ ესაუბრა და „სიტის“ შუახაზელს ყველასგან განსხვავებული უწოდა.
„ვიცი რა ძლიერი ფეხბურთელია ფილი. მის წინააღმდეგ ხშირად მითამაშია და არა მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე. ერთმანეთს აკადემიაშიც შევხვედრივართ. ის, თუ როგორ გადაცემებს აძლევს პარტნიორებს, როგორ იღებს ბურთს, როგორ მოძრაობს ბურთით, შემიძლია ვთქვა, რომ ყველასგან განსხვავებული ფეხბურთელია. ყველა ურთულეს მატჩში ამტკიცებს თავის კლასს.“ - ციტირებს მაუნტის სიტყვებს The Guardian.