ფეხბურთი

23:52 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა სრული უაზრობაა"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარების წინააღმდეგია და თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, ამჯერად Rai Sport-თან ინტერვიუში.

„მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა აბსოლუტური უაზრობაა. ფეხბურთელები წელიწადში 365 დღე დაკავებულნი არიან და ფიფა გვთავაზობს, რომ კიდევ ერთ ტურნირზე ვითამაშოთ ყოველი სეზონის ბოლოს? ეს ფეხბურთელებს გაანადგურებს და ტრავმების რაოდენობას გაზრდის. მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ყოველწელს ჩატარებით ქალთა ფეხბურთიც დაიჩრდილება. ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარების იდეა ფიფას და კონკრეტულად არსენ ვენგერს აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109327