ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სამხრეთამერიკული ნაკრების რიგებში 80 გოლი გაიტანა.
მესიმ ამ ნიშნულს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში უწია. ლიონელი უსწრებს პელეს (77 გოლი), ნეიმარს (69) და ლუის სუარესს (64).
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა ურუგვაი 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონაიტის საგზურის მოპოვებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.