ჩოგბურთი

12:46 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ამერიკელ მეტოქეს იოლად მოუგო და ინდიან ველსის მასტერსის 1/16 ფინალშია!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მინდინარე ინდიან ველსის მასტერსში ჩაერთო და პირველი შეხვედრა ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსის წინააღმდეგ ჩაატარა. ჩვენებურმა მეტოქე დამაჯერებლად, ორ სეტში: 6:4, 6:3 დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა.

29 წლის ჩოგბურთელი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, უშუალოდ დღევანდელი შეხვედრა კი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და ნიკასთვის გაცილებით იოლი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც 32 წუთში დაამთავრა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგის 194-ე ნომერმა ბასილაშვილის წინააღმდეგ 6 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. ქართველ სპორტსმენს კი 1 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, ესპანელ რამოს ვინოლასის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც დღეს მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერ ფელიქს ოგერ ალიასიმს ორ სეტში: 6:4, 6:2 მოუგო. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის დღესდღეობით რეიტინგის 36-ე ნომერია.

0.118285