სხვა

12:05 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოციგურავეების წარმატება - ქართველების დუეტი მსოფლიო რეიტინგული სიის შუალედური ლიდერი გახდა (+VIDEO)

იუნიორთა შორის გრან-პრის ეტაპების სერია ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართული ბოლო, მეშვიდე ეტაპით დასრულდა. ტურნირში მონაწილეობას 8 ქვეყნის 13 სპორტულ წყვილი იღებდა, სადაც წარმატებით იასპარეზა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა დუეტმა.

მათ ორი პროგრამის შედეგით 179.27 ჯამური ქულა დააგროვეს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ქართველმა მოციგურავეებმა მე-3 პოზიცია დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საერთო ჯამში, 4 ეტაპზე 24 სპორტული წყვილი მონაწილეობდა და მათ შორის მხოლოდ ექვსმა წყვილმა შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა. კარინა საფინა და ლუკა ბერულავა კი სლოვაკეთისა და ავსტრიის ეტაპებზე მოპოვებული მე-2 და მე-3 ადგილებითა და საერთო რეიტინგული ქულით (347.54) წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდნენ და მსოფლიო რეიტინგული სიის შუალედური ლიდერები გახდნენ.

ქართველი მოციგურავეებისათვის ეს მორიგი წარმატებული შედეგი იყო. სულ ცოტა ხნის წინ ობერსდორფის ბრინჯაოს მედლებისა და ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ.

0.120904