კალათბურთი

11:00 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

შემცირებული დრო "ოკლაჰომასთან" და მამუკელაშვილის 7 ქულა საგამოფენო მატჩში (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა გამარჯვებულმა გუნდმა, სადაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, მორიგი საგამოფენო მატჩი ჩაატარა. "მილუოკი ბაქსი" "ოკლაჰომას" დაუპირისპირდა და მეტოქე ადვილად, 20-ქულიანი სხვაობით 130:110 დაამარცხა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, "ბაქსმა" გუნდში ლიდერები დააბრუნა და მათ შორის დღევანდელ შეხვედრაში იანის ანტეტოკუმპომაც ითამაშა, რომელსაც როგორც ველოდებით ხოლმე გასაოცარი შედეგი ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა, საკუთარ გუნდს 8 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი შესძინა.

სამწუხაროდ დღევანდელ მატჩში სასტარტო ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა 22 წლის ქართველი ფორვარდი და მან გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო მიიღო. სანდრომ პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შეასრულა. მამუკელაშვილმა ერთი სამქულიანი და 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

უშუალოდ შეხვედრა "მილუოკის" უპირატესობით წარიმართა და მათ პირველი ნახევარი 27-ქულიანი სხვაობით 81-54 მოიგეს. მეორე ნახევარში კი მარკის შეგირდებმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ მეტოქის მოპოვებული ფორიდან მხოლოდ 7 ქულა გაქვითრს და მაინც დამარცხდნენ.

წაგების მიუხედავად ყველაზე მეტი ქულა "ოკლაჰომას" კალათბურთელ ლუგენც დორტს ჰქონდა. კანადელმა მცველმა 19:07 წუთში თავი 19 ქულას, 1 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა. გამარჯვებულთა რიგებში კი საუკეთესო 15 ქულითა და 8 მოხსნით ჯორდან ნვირა იყო.
14-14 ქულა დაუგროვდათ კრის მიდლტონსა და ელაიჯა ბრაიანტს.

აქვე გეტყვით, რომ NBA- ახალი სეზონის დაწყება ახლოვდება და მაიკ ბუდენჰოლცერი ძირითადი ბირთვის ძალებს სცდის. "მილუოკი ბაქსი" კი მომდევნო საგამოფენო შეხვედრას 14 ოქტომბერს, სტუმრად "იუტა ჯაზთან" ჩაატარებს.

0.150045