ფეხბურთი

1:10 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანაკლისით კოსოვოსთან: საქართველოს ნაკრებმა სამი ფეხბურთელი მოისაკლისა
გიორგი მიქაუტაძე, გიორგი აბურჯანია და ჯაბა კანკავა უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებენ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთთან მატჩის შემდეგ სამი ფეხბურთელი გამოაკლდა. გიორგი მიქაუტაძემ ბერძნებთან ტრავმა მიიღო, ხოლო გიორგი აბურჯანიამ და ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათები, რის გამოც დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევთ. სამივე მათგანი კოსოვოსთან ვერ ითამაშებს.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე დაუბრუნდნენ, რომლებმაც საბერძნეთთან დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე გასვლა ვერ მოახერხეს. ვილი სანიოლის გუნდი უახლოესი მატჩისთვის 22 ფეხბურთელით ემზადება და ისინი პრიშტინაში 11 ოქტომბერს გაემზგავრებიან:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები კოსოვოს 12 ოქტომბერს შეხვდება და მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. სანიოლის გუნდი ერთადერთი ქულით ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა და კოსოვოსთან ვერმოგების შემთხვევაში თუნდაც ერთი საფეხურით წინსვლის შანსსაც დაკარგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116243