ავტოსპორტი

23:07 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა მოიგო, ფერსტაპენმა ლიდერობა დაიბრუნა

ვალტერი ბოტასმა ისტანბულ პარკზე დაასრულა თავისი მოუგებელი სერია. მაგრამ მის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, ვინც რბოლამდე ჩემპიონატს ორქულიანი უპირატესობით ლიდერობდა. არ გაუმართლა. ფინიშთან ის მეხუთე მივიდა და ახლა თავად არის მდვარი. მაქს ფერსტაპენს ის ექვსი ქულით ჩამორჩება.

ფერსტაპენი ბოტასს 14.584 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე კი მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი გავიდა, ვისაც შუა რბოლისას, ჰამილტონთან დაძაბული პაექრობა შეძლო. მათ რამდენიმე მოსახვევი გვერდიგვერდ, ბორბალი ბორბალში გაიარეს. საბოლოოდ, მექსიკელმა აგრესიის მოგერიება შეძლო.

„ეს შეგრძნება დიდი ხნის წინ მქონდა. მთავარია, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ეს საუკეთესო რბოლაა, რაც ოდესმე მქონია. ერთხელ კინაღამ მოვცურდი, მაგრამ საერთო ჯამში, რბოლა უშეცდომოდ ჩავატარე“, - განაცხადა ბოტასმა, ვისაც აქამდე ბოლო გამარჯვება, გასულ სეზონში, სოჭში ჰქონდა მოპოვებული.

ფერსტაპენმა რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო და მისთვის მთავარი საზრუნავი, საბურავების გაფრთხილება იყო. „მიხარია, რომ კვარცხლბეკზე ასვლა შევძელი. მთელი წელი დაძაბული ბრძოლა გვაქვს და ვფიქრობ, ოსტინშიც მერსედესთან კარგი პაექრობა გაიმართება“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

საინტერესოა, რომ კარგა ხანს, ჰამილტონს მესამე ადგილზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდა. მაგრამ გუნდმა საბურავების შესაცვლელად, დაგვიანებით უხმო. უფრო სწორად, ადრევე მოსთვოცა ბოქსში შესვლა, მაგრამ ჰამილტონმა რამდენიმე წრე, სარბოლო ინჟინრის მითითება არ შეასრულა. საბოლოოდ, მას მაინც მოუწია შესვლამ, თუმცა წუწუნებდა, ამ რეზინით ბოლომდე ვივლიდიო. ძნელი სათქმელია, გაუძლებდა თუ არა რეზინი, რომელზეც პროტექტორი უკვე წაშლილი იყო.

ის ტრასაზე რომ დაეტოვებინათ და მესამე ადგილი ფინიშამდე შეენარჩუნებინა, ფერსტაპენთან ახლა მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა ექნებოდა. რბოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ ერთ რბოლაში, არც ესტებან ოკონს შეუცვალეს ბორბლები და მან ფინიშამდე მიღწევა მოახერხა.

გუნდის შეფი ტოტო ვოლფი კი ამბობს, რომ თავიდან იფიქრეს, შეუჩერებლად შესაძლებელი იყო მესამეზე მისვლა. და თუ სარბოლო ტრაექტორია გაშრებოდა, მშრალი ასფალტის სლიკებზე გადასვლაც შესაძლებელი გახდებოდა. „მაგრამ შემდგ დავინახეთ, რომ ლეკლერი ჩამორჩა და სიჩქარის კლება ლუისსაც დაეტყო. ჩვენთვის ამ მომენტში უეჭველი გახდა, რომ ფინიშამდე ვერ მივიდოდა“, - ყვება ვოლფი.

თურქეთის დიდი პრიზი

ისტანბულ პარკი, დისტანცია 309.396 კმ (5.338 კმ, 58 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:31'04.103
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 14.584
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 33.471
  4. შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 37.814
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 41.812
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 44.292
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 47.213
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 51.526
  9. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'22.018
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  14. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:30.432 (58-ე წრე, 212.5 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 262.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 256.5; 3. ვალტერი ბოტასი - 177; 4. ლანდო ნორისი - 145; 5. სერხიო პერესი - 135; 6. კარლოს საინსი - 116.5; 7. შარლ ლეკლერი - 116; 8. დანიელ რიკარდო - 95; 9. პიერ გასლი - 74; 10. ფერნანდო ალონსო - 58; 11. ესტებან ოკონი - 46; 12. სებასტიან ფეტელი - 35; 13. ლანს სტროლი - 26; 14. იუკი ცუნოდა - 18; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. ნიკოლას ლატიფი - 7; 17. კიმი რაიკონენი - 6; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა და ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 433.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 397.5; 3. მაკლარენ-მერსედესი - 240; 4. ფერარი - 232.5; 5. ალპინ-რენო - 104; 6. ალფატაური-ჰონდა - 92; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 61; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 7; 10. ჰაას-ფერარი - 0

0.263278