ქართველი მცველი ზურაბ გიგაშვილი კარიერას კრივოი როგის „კრივბასში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უკრაინული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში რუსულ „ტამბოვში“ თამაშობდა და რუსეთის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა. ზურაბს ასევე უთამაშია „არმავირსა“ და თურქული „ანკარაგიუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში. გიგაშვილს მარტში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ბელარუსთან მოგებულ შეხვედრაში (4:1).
„კრივბასი“ უკრაინის პირველ ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი) ასპარეზობს და 12 ტურის შემდეგ 24 ქულით მეორე ადგილზეა.