ფეხბურთი

18:00 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეტო'ო: "ელ კლასიკოში" თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე უკეთესია"

ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ „ელ კლასიკო“ მსოფლიოს საუკეთესო მატჩია და ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც უკეთესია.

„არავინ უყურებს იმას, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს თუ ლიონელ მესი, გულშემატკივრები თავიანთი საყვრელი გუნდის გამარჯვებას ელიან. მითამაშია და ვიცი, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თამაში, თუ არ ჩავთვლით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არ მითამაშია.

„ბარსელონასა“ და „რეალის“ ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უკეთესია. „ბარსამ“ სეზონი ცუდად დაიწყო და ეს ერთადერთი პრობლემაა“, - თქვა ეტო’ომ.

შეგახსენებთ, სამუელ ეტო’ო 1997-2000 წლებში „რეალის“, ხოლო 2004-2009 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ 24 ოქტომბერს, „ნოუ კამპზე“ გაიმართება.

0.119401