ფეხბურთი

16:42 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ვფიქრობ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება"

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლას 2022 წლის მუნდიალის შემდეგ აპირებს. ამის შესახებ მან განცხადება DAZN-თან ინტერვიუში გააკეთა. 29 წლის ფეხბურთელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მისთვის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვოს და ოცნება აიხდინოს.

„ვფიქრობ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება. არ ვიცი, მაქვს თუ არა საკმარისი ძალა გასაგრძელებლად. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად ვითამაშო და ჩემს ეროვნულ ნაკრებში გავიმარჯვო, რითაც ბავშვობის ოცნებას ავისრულებ. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და 113 თამაშში 69 გოლი აქვს გატანილი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბრაზილიელს 2014 და 2018 წლებში უთამაშია, 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. 2022 წლის მუნდიალი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

0.116791