ფეხბურთი

16:09 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიანსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა და მოედანი ცრემლებით დატოვა

ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ ლუკაშ ფაბიანსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის კარის დარაჯმა ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი სან მარინოს წინააღმდეგ ჩაატარა.

ფაბიანსკი 58-ე წუთზე შეცვალეს, რაც ბუნებრივია წინასწარვე იყო დაგეგმილი და მან მოედანი ცრემლებით დატოვა.

ლუკაშს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 57 მატჩი ჩაატარა. 15-წლიან პერიოდში ის ხშირად არ იყო ძირითადი შემადგენლობის მეკარე, მიუხედავად მისი ოსტატობისა და გამოცდილებისა. ფაბიანსკის ასევე მაღალი დონის კონკურენტები ჰყავდა, ჯერ არტურ ბორუცი და შემდეგ ვოიცეხ შჩესნი.

შეგახსენებთ, ლუკაშ ფაბიანსკი ამჟამად „ვესტ ჰემის“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ლეხში“, „ლეგიაში“, „არსენალსა“ და „სუონსი სიტიში“ უთამაშია.

0.144919