ფეხბურთი

15:34 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ რუი კოშტა "ბენფიკას" პრეზიდენტად აირჩიეს

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა მანუელ რუი კოშტა ლისაბონის „ბენფიკას“ პრეზიდენტია. მან ლუის ფელიპე ვიეირა შეცვალა და ეს პოსტი 4 წლით დაიკავა. შესაბამისად, მშობლიურ გუნდს 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.

რუი კოშტა ხმების 84%-ზე მეტით აირჩიეს და მან ფრანსისკო ბენიტესი დაამარცხა. მანუელი აქამდე „ბენფიკაში“ სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.

რუი კოშტამ საფეხბურთო კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, სადაც 1991-1994 წლებში 111 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო ლისაბონურ გუნდს 2006 წელს დაუბრუნდა და კარიერაც 2008 წელს იქვე დაასრულა (67 მატჩი 11 გოლი). გარდა ამისა, პორტუგალიელმა „ფიორენტინასა“ (1994-2001) და „მილანში“ (2001-2006) ითამაშა.

0.127304