ფეხბურთი

13:12 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "რეალი" სანქციებს იმსახურებს"

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მადრიდის "რეალიდან" თავდამსხმელ კილიან მბაპეს მიმართ ინტერესზე ისაუბრა და ესპანური კლუბისთვის სანქციის დაწესება მოითხოვა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ტვიტერის გვერდძე ავრცელებს.

"ჩვენ გვსურს, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს. კილიანი არის კლუბის 100%-იანი წარმომადგენელი, რადგან ის არის მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ჩვენი მომავალი. ვფიქრობ, რომ "რეალი" სანქციებს იმსახურებს, რადგან ისინი ყოველთვის საუბრობენ კილიანზე და მათ ინტერესებზე. ის ჩვენი ფეხბურთელია", - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" მბაპეს შეძენას დიდი ხანია ცდილობს. თუმცა, ბოლო ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი გუნდის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა შემტევი გუნდში დარჩენაზე დაიყოლიეს და მას ხელფასის სახით 36 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც ამ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

0.103694