ფეხბურთი

1:18 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების ბანაკი დატოვა

შაბათს შუადღისას, „ჩელსის“ ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების ბანაკი დატოვა - გვამცნობს „წითელი ეშმაკების“ პრესსამსახური. 28 წლის თავდამსხმელის წასვლის მიზეზი არ კონკრეტდება.

ბელგიელებს 10 ოქტომბერს ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩი ელით იტალიის ეროვნულ გუნდთან. ნახევარფინალში ისინი ფრანგებთან 2:3 დამარცხდნენ, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ.

0.112558