ფეხბურთი

21:23 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი, შესაძლოა, უკრაინულ კლუბში გადავიდეს

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, რომელიც ამჟამად ავსტრალიური „პერთ გლორის“ ფეხბურთელია, უახლოეს ხანში, შესაძლოა, უკრაინულ კლუბში გადავიდეს - გვამცნობს აგენტი ოლეგ ავდიში.

„შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ტრანსფერზე, რომელიც ზაფხულში ვერ განხორციელდა. ერთ-ერთ უკრაინულ კლუბს სტარიჯის გადაბირება სურდა. თანაც, ეს არც „დინამოა“ და არც „შახტარი.“ ეს კლუბი ზამთარში ისევ შეეცდება ინგლისელი ფორვარდის ხელში ჩაგდებას.“ - ციტირებს ავდიშის სიტყვებს meta-ratings.com.ua.

2020 წლიდან სტარიჯი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. 2021 წლის 1 ოქტომბიდან კი ავსტრალიური „პერთ გლორის“ მოთამაშეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121831