ფეხბურთი

20:35 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: “ჯეკმა მეტი უნდა გაიტანოს და სრულყოფილი გახდება”

ლონდონის “არსენალის” ოფიციალურ ვებგვერდზე პოლონელი მეკარის ვოიცეხ შჩესნის ინტერვიუ გამოქვეყნდა. პოლონელმა კიპერმა ახალგაზრდა ინგლისელის ჯეკ უილშირის შესახებ ისაუბრა.

“ჯეკი ბრწყინვალე მოთამაშე, გუნდისთვის სასარგებლო ნახევარმცველია. მას აქვს სისწრაფე და ბურთს კარგად იმორჩილებს. ამიტომაც, როცა უპირატესობას “არსენალი” ფლობს, უილშირის როლი იზრდება, თუმცა მის თამაშში არის ხარვეზები. ვფიქრობ, თუ ის გაიტანს ოდნავ მეტ გოლს გახდება საუკეთესო, სრულყოფილი ნახევარმცველი.” – აღნიშნა 24 წლის მეკარემ.

2011 წლის 16 თებერვალს ლონდონის “არსენალმა” საშინაო არენაზე “ბარსელონას” მოუგო. უილშირის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად ის შეხვედრა ითვლება. იმ დღეს ახალგაზრდა “მეთოფემ” ბრწინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117278