„პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელმა ლონელ მესიმ France Football- თან ინტერვიუში საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის თქმით ლიგა 1 და ლა ლიგა ერთმანეთისგან განსხვავდება და საფრანგეთში აქცენტი უფრო ფიზიკურ მომზადებაზეა გაკეთებული.
„ დიდი დრო არ გასულა მას მერე რაც აქ გადმოვედი, ამიტომ რთულია დასკვნების გამოტანა. მაგრამ ერთი შეხედვით, როგორც ჩანს, ლიგა 1-ში ფიზიკაზე მეტი აქცენტი კეთდება, ვიდრე ლა ლიგაში.
აქ გუნდები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან. საბოლოო ჯამში სრული აზრის გამოთქმა ჯერ ნაადრევია, რადგან ტელევიზორიდან მატჩების ყურება ერთია, მაგრამ მოედანზე ყოფნა სხვა. ” - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ში „ბარსელონადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით მიმდინარე სეზონში 30 მილიონ ევროს, ხოლო მომდევნო წლებში 40 მილიონ ევროს მიიღებს.
არგენტინელმა შემტევმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით ფრანგული გუნდის მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა, პსჟ კი 9 ტურის შემდეგ ლიგა 1-ს 24 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ლენს“ 6 ქულით უსწრებს.