საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მეექვსე მატჩს ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია, რომლებიც ასეთია:
საქართველოს ნაკრები: ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
საბერძნეთის ნაკრები: ვლახოდიმოსი; ჰაციდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი; ანდრუცოსი, სიოპისი, ბუხალაკისი, ციმიკასი; მასურასი, ბაკასეტასი, პავლიდისი.
შეგახსენებთ, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.