ფეხბურთი

13:51 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი: "ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია და აუცილებელია"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რომ პანდემია დასრულდეს.

„ყველამ იცის რა პოზიცია მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად და აუცილებელია. ჩვენი ექიმი ამ პერიოდში მუდმივად ესაუბრებოდა ფეხბურთელებს ქვეყანაში არსებული მდოგმარეობის შესახებ და ამ კონტექსტში მუდმივად განმარტავდა რა სარგებელი მოაქვს ვაქცინაციას“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ანდორას ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112201