სხვა

23:34 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უაილდერი ფიურის ხუთ რაუნდში ნოკაუტით მოუგებს

დეონტეი უაილდერის მწვრთნელი მალიკ სკოტი ამბობს, რომ მისი შეგირდი ამჟამად ტაისონ ფიურიზე გაცილებით სრულყოფილი ათლეტია და არსენალში ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ WBC-ს ჩემპიონი ძირს დასცეს.

უაილდერი და ფიური ერთმანეთს ლას ვეგასში, შაბათს დაუპირისპირდებიან. ეს მათი მესამე შეხვედრაა. პირველი ფრედ დასრულდა, მეორეში კი, რომელიც შარშან, წლის დასაწყისში ჩატარდა, ფიურიმ მოიგო. ჩემპიონი ამჯერადაც ფავორიტია, თუმცა პრეტენდენტი იქადნის, რომ სიურპრიზები აქვს მომზადებული.

სკოტი უაილდერის მწვრთნელი მას შემდეგ გახდა, რაც ფიურისთან მეორე ბრძოლა წააგო. მწვრთნელი თავიდანვე აცხადებდა, რომ მის შეგირდს გაცილებით მეტი კოზირი აქვს, ვიდრე მისი ცნობილი ძლიერი მუშტია. და მუშაობაც ისე წარმართა, რომ მოკრივე სხვადასხვა მიმართულებით განევითარებინა.

სკოტი ირწმუნება, რომ ამჟამად უაილდერი მის კარიერაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება:

„დეონტეი მძიმე წონაში ბატონობდა და ტიტულის 10 დაცვა მხოლოდ ერთი იარაღით მოიგო. ხანდახან ორ ან სამს იყენებდა. ის სჯერდებოდა მეტოქეების ნოკაუტირებას. მისი მარჯვენა ხელი ამას იოლად აკეთებდა. მე თავიდანვე დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ მის არსენალში არსებული სხვა იარაღებიც განმევითარებინა. ის ახლა გაცილებით დინამიურია. ეს საუკეთესო დეონტეი უაილდერია, როგორიც კი ოდესმე გვინახავს“, - ამბობს სკოტი.

მწვრთნელი დასძენს, რომ უაილდერი განსაკუთრებით სახიფათო, პირველ ხუთ რაუნდში იქნება. თუმცა ის 12-ვე რაუნდისთვის მზადაა. და დარწმუნებულია, რომ ყოფილ ჩემპიონს (უაილდერი) მეტოქის ხუთ რაუნდში დამარცხება შეუძლია...

0.12452