პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის "არსენალის" დამრიგებელი მიკელ არტეტა დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.
არტეტას "არსენალმა" გასულ თვეში სამი მატჩი ჩაატარა, დაამარცხა "ნორვიჩი" (1:0), "ბარნლი" (1:0) და "ტოტენჰემი" (3:1). "მეთოფეები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილზეა.