ძიუდო

18:55 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერაზადიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგიმ მექსიკელი ხავიერ როსასი, ბოსნიელი მუსტაფა ჰებიბი, ყაზახი აიან ბაიგაზი და უკრაინელი არტემ ბუბირი დაამარცხა. ფინალში შერაზადიშვილი რუს ადამ ტსეჩოევს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

დღესვე 90 კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა იასპარეზა, თუმცა წარუმატებლად. ნიკა ხარაზიშვილმა სამხრეთაფრიკელ თომას-ლაშლო ბრეიტენბახს კი მოუგო, მაგრამ შემდეგ ფრანგ ფრანსის დამიერთან წააგო და უმედლოდ დარჩა, ისევე როგორც ლაშა მღებრიშვილი, რომელმაც შვედი აქსელ ოსკარსონის დაჯაბნა შეძლო, თუმცა მომდევნო წრეში უნგრელ გერგელი ნერპელთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ოქროს მედალია. შერაზადიშვილის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.

0.134449