ფეხბურთი

18:44 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასურასი: "ვიმედოვნებთ, რომ სახლში სამი ქულით დავბრუნდებით"

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა გეორგიოს მასურასმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ემოციები უნდა გააკონტროლონ და ორგანიზებულად ითამაშონ.

„ნამდვილად რთული მატჩი გველოდება, თუმცა, ჩვენი მიზანი შესარჩევი ეტაპის დაწყებამდეც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იყო და ამიტომაც, ხვალინდელ შეხვედრაში დამატებითი ზეწოლა ჩვენზე არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში საქართველოსთან ვერ მოვიგეთ. ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა ის, რომ ძლიერი შემადგენლობით ვართ შეკრებილი. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ, ტაქტიკურად მაღალ დონეზე და ორგანიზებულად, არა ემოციებით. ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - თქვა მასურასმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ქულა მოიპოვა, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან (1:1) სალონიკიში. აღნიშნული ნაკრებების შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.

0.145662