კალათბურთი

13:04 | 8.10.2021 | ნანახია 1145 - ჯერ

აშშ-ში NBA-ს 18 ყოფილი კალათბურთელი დააპატიმრეს

ამერიკაში NBA-ს 18 კალათბურთელი დააკავეს. მათ ბრალი 2017-2020-წლებში ჩადენილ თაღლითურ სქემაში ედებათ. ექს კალათბურთელების მიზანი NBA-ს სადაზღვევო ფონდიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტებისათვის კომპენსაციის მიღება იყო. ეს ყალბი დოკუმენტები მიუთითებდა პროცედურებზე, რომლებიც რეალურად არ განხორციელებულა. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ დოლარზე.

სადაზღვევო ფონდი ("NBA Players Health and Wellness Plan") შეიქმნა NBA-ს მოთამაშეთა კავშირის მიერ და ეხმარებოდათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილის დაფარვაში. 2017 წელს NBA-ში მინიმუმ სამი სეზონის მქონე ყველა ყოფილი მოთამაშე ჩართული იყო ამ დაზღვევის პროგრამაში.

დაპატიმრებულთა შორის ყველაზე ცნობილი ტონი ალენია. ის 2004-2010 წლებში “ბოსტონის” ღირსებას იცავდა, სადაც 2008 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა. 2010-2017 წლებში კი “მემფისში” თამაშობდა.

კარიერის განმავლობაში ტონის 40 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო. ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოს დოკუმენტებში ბრალდებულთა ჩამონათვალში ასევე არის მე-19 სახელი: დეზირი ალენი, ტონის ცოლი. სრული სია კი შემდეგნაირია: ჯამარიო მუნი, სებასტიენ ტელფეირი, მილ პალასიო, ანტუან რაიტი, დარიუს მაილსი, რუბენ პეტერსონი, ედი რობინსონი, გრეგორი სმითი, ტერენს უილიამსი, ალან ანდერსონი, ტონი ალენი, შენონ ბრაუნი, ვილიამ ბაინემი, მელვინ ელი, კრისტოფერ დუგლას-რობერტსი და ტონი ვროტენი.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:12 | 09.10.2021
zviadi-shxefi (6306)

მამუკელაშვილი ყოჩაღ! მშვენივრად ითამაშა ამ დილით. ძალიან აქვს მომატებული. ქონდა შეცდომებიც და მოუკლო მეოთხე პერიოდში მაგრამ სამი პერიოდი ნვორასთან (ეგ ძან მაგარი ვიღაცაა) ლიდერობდა ხარირმებს

09:10 | 09.10.2021
zviadi-shxefi (6306)

კაირიში გაცვალონთქვა და ემბიდი რა შუაშია?

15:36 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

ხო სიმონსი მეგონა უცებ რადგან მაგის გაცვლაზე იყო საუბარი.კაირის არ ცვლიან

02:24 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

1996-2004 წლებში ითამაშა მაგ დუეტმა ერთად.2001-ის პლეიოფში კობი იყო მხოლოდ 22 წლის და რეებს აკეთებდა ტიპი.რეალურად 4 სეზონი იყო ისეთი როცა ორივე მაგარი იყო 2000-04 წლებში მაგრამ 2000-02 წლებში პრაიმი კიდევ არ ქონდა კობის და 2002-04-ში კი შაკს დაეწყო რეგრესი.მაინც რა სახელი დატოვეს

02:39 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

პლუს დააყარეს ერთმანეთს ბოლო წლებში და დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს ესეც გაითვალისწინეთ

02:18 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

ტრიპერა-კარიმის ან კობი-შაკის გამოძერწვა უნდოდათ სიმონსი-ემბიდისგან.კლასში რომ დიდია სხვაობა მაგდენს ვერ მიხვდნენ.კობი-შაკის დუეტი ლიგის ისტორიაში საუკეთესო დუეტია ჩემთვის(ვისაც უთამაშიათ ერთად იმათ შორის) მიუხედავად იმისა რომ 6 და 10 ბეჭედი არ მოუგიათ სხვებივით და არც პრაიმში ყოფილან ერთად(კობი იყო პატარა).პრაიმ კობი-შაკის დუეტს რომ 10 სეზონი ეთამაშად ერთად 7-8 ბეჭედს დადებდნენ მარტივად

01:54 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

გადააყოლეს ამ მზე სიმონსს ბატლერიც და სხვებიც.სიმონსი არაფრის მომგები არაა.კაცმა წლებია სროლა ვერ ისწავლა და თანამედროვე ნბა-ში თუ სროლა არ იცი ვერაფერს ვერ მიაღწევ.კობიმ უთხრა კიდეც,თუ სროლას არ ისწავლი მთელი ცხოვრება ინანებო.შეიცვალა კალათბურთი,აღარაა ფიზიკური თამაში,სროლებზე კეთდება მეტი აქცენტი.შეიძლება კარი არ იყო მაგრამ საშუალობის სროლა არ შეგეძლოს კაცს,პლუს საჯარიმოებსაც კატასტროფულად ისროდე,მასეთი მოთამაშე თანამედროვე ნბა-ში სუპერსტარი ვერ იქნები და ვერაფერს ვერ მოიგებ წამყვანი მოთამაშის რანგში თორემ სტეფ-კლეის გვერდით მესამე-მეოთხე ოპციად კი ბატონო სადაც მხოლოდ პასს და დაცვას დაგავალებენ.დუეტში სიმონსი არავისთან არაფრის მომგები არაა

01:48 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

გრინის ნაცვლად ვინმე მაგარი სამი ნომერი რომ გაჩითონ საჩემპიონო გუნდი იქნება.ბროგდონი ლევერტი მაგარი 3 ნომერი ჰარისი ემბიდი საჩემპიონო გუნდია.ბატლერი არ უნდა დაეკარგად.ბროგდონი ლევერტი ბატლერი ჰარისი ემბიდი საჩემპიონო კამანდა იქნებოდა

01:46 | 09.10.2021
Kobe Bean (21683)

ბითაძეს ემბიდი უნდა კონკურენტად კიდევ?ბროგდონ-ლევერტზეა საუბარი და ფილადელფია მოგებული დარჩება მაგ გაცვლით

21:22 | 08.10.2021
zviadi-shxefi (6306)

ისე ბროგდონსა და ბითაძეში გაცვალონ კაირი არ ვარ წინააღმდეგი )))

21:20 | 08.10.2021
zviadi-shxefi (6306)

თუ ვორენი ფორმაში იქნა ინდიანას ლევერტი არც ჭირდება მაგრამ რამდენად მუააღებია სიმონსი ეგ სხვა საკითხია. კარგი მცველია ბროგდონი მაგრამ სიმონსი მაგ მხრივ ჰაი კლასია. სიმონსი ნეთს უფრო გამოადგებოდა ვიდრე ინდიანას (თუ საერთოდ ვინმეს გამოადგება). აი ფილასთვის კი მაგარი შევსება იქნება. ბროგდონი, ტაიბული, ლევერტი, ჰარისი, ემბიდი და პლიუს ძალიან კარგი ბენჩი: კარი, გრინი, დრამონდი, მილტონი არ არის ხუმრობა

21:16 | 08.10.2021
zviadi-shxefi (6306)

მაგდენი კი ვიცი მაინც მადლობა

20:21 | 08.10.2021
Kobe Bean (21683)

2017-ის ფინალების საშინაო თამაშები კლეიმ ჩაატარა რა ვიცი,უმაღლესი დონე დადო.სტატისტიკა ბევრი არაფერი მაგრამ თამაშებს რომ უყურო მიხვდები რომ უდიდესი წვლილი დაიდო მაგ ჩემპიონობაში.რამდენს მოძრაობდა ტიპი,არ ჩერდებოდა მთელი თამაში.კლეი რომ მასე იმუშავებს დაცვაში,კაცი რომელსაც თავისუფლად შეუძლია თამაშში 50 ქულა ჩაყაროს უკვე მეტყველებს რამდენად არაეგოისტია და გუნდის ინტერესებს ყოველთვის წინ აყენებს საკუთარ ინტერესებზე.ყველა მწვრთნელისთვის სასურველი მოთამაშეა

20:15 | 08.10.2021
Kobe Bean (21683)

ფორმაში მყოფი კლეი ტომპსონი დახატავდა ამ ბაქსს(თუმცა რომელ გუნდს არ დახატავდა მითხარით).ყოველთვის ელიტარული დაცვა და სროლა მოდიოდა კლეისგან.იმედია კარგად დაბრუნდება,2 წელზე მეტია არ უთამაშია კაცს

20:11 | 08.10.2021
Kobe Bean (21683)

ბაქსს დივიჩენცოს ადგილზე უნდა ვინმე მაგარი მოთამაშე და ძაან მაგარი გუნდი იქნება.დივიჩენცო-ლოპესი არიან სუსტები სასტარტოდან,ლოპესი კიდევ მაინც დონეა,პლუს ფარი მაინც ბერძენს მიაქვს სახლში და კარგად მიდის ბრუკი ბერძენზე რადგან ბრუკი დიდად არ იკლავს ფარზე თამაშით თავს,აი დივიჩენცო კი მიუხედავად იმისა რომ კარგი მოთამაშეა საჩემპიონო გუნდის სასტარტოობის ღირსი არაა მაინც.ეგ პრობლემა უნდა მოეგვარებინათ ამ ზაფხულზე,მითუმეტეს როცა ტაკერი დაკარგეს

19:48 | 08.10.2021
zviadi-shxefi (6306)

როდის დაიწყება ეს ნბა, ლეიკერსი მაინტერესებს ძალიან. მანდ როგორ არის მგონი რამდენიმეს პლეიოფამდე უწევს პირველი პენსია?

20:06 | 08.10.2021
Kobe Bean (21683)

ჩვენი დროით 20-ში დილას,იმათი დროით 19-ში საღამოს.ბაქსი-ნეტსი ხსნის სეზონს,იმავე დღეს იქნება ლეიკერსი-გოლდენი

19:47 | 08.10.2021
zviadi-shxefi (6306)

გავა წლები და დაიდება მსგავსი სტატია, სადაც დაწერენ ყველაზე ცნობილი პოლ ჯორჯიაო და უმრავლესობა იქნება დღევანდელი კლიპერსის ნახევარი

18:13 | 08.10.2021
Kobe Bean (21683)

სროლების პროცენტში და ზოგადად ინდივიდუალურ შეტევაში მოუმატებს ფილა მაგრად თუ ეგ ტრეიდი შედგა.ფაქტია სიმონსი არ ადგება მაგ გუნდს ლევერტ-ბროგდონი მშვენიერი ხალხია სიმონსის სანაცვლოდ

18:12 | 08.10.2021
Kobe Bean (21683)

სიმონსი შეიძლება დატრეიდდეს ინდიანაშიო ბროგდონ-ლევერტის სანაცვლოდ.თუ ეგ ტრეიდი შედგა ფილა კარგ ხუთეულს შეკრავს.ბროგდონი ლევერტი გრინი ჰარისი ემბიდი

0.142917