თამაშგარე

14:30 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს კარიერას თურმე დედამისი განაგებს

სრულიად საფრანგეთის სპორტული თუ არასპორტული პრესა დიდ ხითხითსა და ხორხოცშია იმის გამო, რომ როგორც გაირკვა საფრანგეთის (და არამხოლოდ საფრანგეთის) საუკეთესო ფეხბურთელის, კილიან მბაპეს მომავალს და სვე-ბედს არა მისი აგენტი, არამედ კილიანის დედა, ქალბატონი ფაიზა ლამარი წყვეტს.

ფაიზა ლამარიმ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში დაუფარავად განაცხადა, რომ იმ კლუბების აგენტები, რომელთაც პარიზული გუნდიდან მბაპეს გადაბირება სურთ, პირველ რიგში მას აკითხავენ და მასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რადგან ყველამ იცის, რომ კილიანი პირველყოვლისა სწორედ დედას უჯერებს და ენდობა.

კაცს რომ დედა უყვარს და ენდობა, ამაში ცუდი და დასაზრახი ცხადია არაფერია, მაგრამ როდესაც საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მობურთალის სპორტულ კარიერაზე და იმაზე, თუ შემდეგ წლებს სად გაატარებს, დედის და ზოგადად ოჯახის წევრების ჩართვა უცნაური და ცოტა არ იყოს წარმოუდგენელი ამბავია. მბაპე ამ საკითხზე კომენტარს არა აკეთებს, თუმცა ბულვარულ მედიას როგორც ჩანს დამატებთი კითხვები მასთან აღარც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135255