ფეხბურთი

23:18 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ბათუმში სრული შემადგენლობით ჩავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში ჩავიდა, სადაც მატჩი გაიმართება. ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში მის მიერ გამოძახებული 25-ვე ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთთან მატჩი მონაწილეობას გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე ვერ მიიღებენ, რომელთაც დისკვალიფიკაცია აქვთ.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ქულა მოიპოვა, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან (1:1) სალონიკიში. აღნიშნული ნაკრებების შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111787