„ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და შედეგად, კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.
პრემიერლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მხარეებს შორის, ყველა სამართლებრივი უთანხმოება მოგვარებულია და მიღებულ იქნა გარანტიები, რომ საუდის არაბეთის სამეფო კლუბს არ გააკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია საუდის არაბეთში ყველაზე ძვირადღირებულ ციხესიმაგრეს ფლობს და „კაჭკაჭები“ ფინანსურად მნიშვნელოვნად მოძლიერდებიან - უფრო მეტიც, "ნიუკასლს" მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავს
ამრიგად, მაიკლ ეშლის 14-წლიანი მოღვაწეობა „ნიუკასლში“ დასრულებულია. გარიგების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.