სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:19 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონა" არ კვდება, მაგრამ საქმე "რეალზე" უარესად აქვს"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კატალონიის „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „ბლაუგრანა“ არ კვდება და მისი საქმე არცთუ ისე ცუდადაა, მაგრამ უფრო უარესად, ვიდრე „რეალის“.

„ბარსელონაში“ მე უფრო მეტად ინსტიტუციონალური კრიზისი მაწუხებს, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მათი ანგარიშები, „ბარსელონა“ არ კვდება, წინააღმდეგ შემთხვევაში 500 მილიონ ევროზე მეტი სესხის აღებას ვერ მოახერხებდნენ. „ბარსას“ საქმეები არც ისე ცუდადაა, მაგრამ უფრო უარესად, ვიდრე „რეალის“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ფინანსურ კრიზისს განიცდის, რის გამოც ლიონელ მესის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11244