ფეხბურთი

14:16 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ეკატერინა მონზული ანდორა - ინგლისის შესარეჩევ მატჩს განსჯის

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ანდორა - ინგლისის 9 ოქტომბრის შესარჩევ მატჩს, უკრაინელ ქალ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ეკატერინა მონზული იქნება, თანაშემწეები მარინა სტრელეცკაია და სვიტლანა გრუშკო - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ინგლისის ნაკრების მატჩს ისტორიაში პირველად მოემსახურება ქალი არბიტრი. მონზულს უკვე აქვს კაცთა ნაკრებების მატჩების მსაჯობის გამოცდილება. 2020 წლის ნოემბერში ის იმ ქალ მსაჯთა ბრიგადაში გახლდათ, რომელიც ერთა ლიგაში სან მარინოსა და გიბრალტარის შეხვედრას მოემსახურა. მას ასევე ქალთა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე უკრაინულ პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.276001