ფეხბურთი

12:23 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „ახლა ვხედავთ, რა იქნებოდა „ბარსა,“ ერთხელაც იქ მესი რომ არ გამოჩენილიყო“

ინგლისის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, გარი ლინეკერმა, ჟურნალისტებს „ბარსელონას“ ახლანდელ ამბებზე და დამრიგებელ რონალდ კუმანზე გაუზიარა აზრი.

„მიმაჩნია თუ არა, რომ კუმანი კარგად მუშაობს „ბარსელონაში“? არ ვიცი (იცინის). სერიოზულად კი გეტყვით, რომ მას ურთულესი სამუშაო შეხვდა. გუნდში ძალიან ცუდ დროს მოხვდა. „ბარსელონა“ „ლესტერის“ შემდეგ ჩემი მეორე მშობლიური კლუბია, ამიტომ, ყველა მატჩს ვუცქერ და ვფიქრობ, რა იქნებოდა „ბარსა,“ ერთხელაც იქ მესი რომ არ გამოჩენილიყო? ახლა პასუხი ცხადია,“ - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრიმერაში, მერვე ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი 12 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.130047