ფეხბურთი

11:50 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოუ: „კრიშტიანუმ გასახდელში სიტუაცია გამოასწორა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ლუკ შოუმ, ჟურნალისტებს გუნდის ახალწვეულზე, კრიშტიანუ რონალდუზე გაუზიარა თავისი აზრი.

„რონალდუ დიდი მასშტაბის ვარსკვლავია. არჩვეულებრივია მასთან ერთად გასახდელში ყოფნა. უცქერ როგორ იქცევა და ხვდები რატომ მიაღწია ასეთ სიმაღლეებს. სულით ხორცამდე პროფესიონალია. გასაოცარი მენტალიტეტი აქვს. ჯერ ცოტა ხანია ჩვენთანაა, მაგრამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა თანაგუნდელებზე. გასახდელში სიტუაციაც გამოასწორა.“ - ციტირებს შოუს სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პრემიერლიგაში რონალდუმ „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115855