რაგბი

23:55 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხეს და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ.

პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა.

ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. შემდეგ ჯერზე ჯარიმა კარში აღარ დავარტყით, მერე მათ 5-მეტრიანთან მეტოქის აუტი წამოვიღეთ, ბურთი ბოლომდე ჩათამაშდა და ლუკა სახელაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ხელდახელ შეტევები გააგრძელეს, მე-20 წუთზე დავით ხუროშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ თორნიკე კახოიძეს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა. ერთ წუთში ლელო მაინც გავიდა – 5-მეტრიანი მოლი ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა დაასრულა და ხუციშვილმა გარდასახა.

საქართველო – ბელგია 37:3 საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. დავით იმნაძე (იუნკერები), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე, გურამ ადამია

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

ექიმი: თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

RUGBY.GE

0.135995