დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, ხოლო ძალოსნობაში უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს მეორე წარწერა დაემატა. მოეწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორების ასპარეზობის ამსახველი ფოტოგამოფენა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოლიმპიური კომიტეტის დაარსების დღეს შედგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ლაშა ბექაურის ოჯახის წევრები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ქართველ ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მიულოცა ტოკიოში მოპოვებული მედლები: „32 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს - 6 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სწორედ ამ თარიღს დავამთხვიეთ ვარსკვლავის გახსნა. მინდა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვება. ეს წარმატება ჩვენ შევაფასეთ როგორც ისტორიული, რადგანაც ჩვენს ნაკრებ გუნდებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში რვა მედალი არასდროს აუღიათ. დღეს ვხსნით ლაშა ბექაურის ვარსკვლავს და მეორე წარწერა დაემატება ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს."
ლერი ხაბელოვმა ისაუბრა სეოკ-ის მიერ დამოუკიდებლობის წლებში გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე, გაიხსენა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები და სხვა ოლიმპიური შეჯიბრებები, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც თბილისმა 2015 წელს უმასპინძლა. აღინიშნა, რომ 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიული ფესტივალის ჩატარება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის.
ჩვენს ოლიმპიელებს მიესალმნენ საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგლე სოსო გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონიები - რაფაელ ჩიმიშკიანი და შოთა ხაბარელი.
თავის მხრივ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ მადლობა გადაუხადეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს და შეკრებილ საზოგადოებას მათი გამარჯვების დაფასებისთვის.
ლაშა ბექაური: „ სანამ წავიდოდი ოლიმპიადაზე, აქ ვიყავი და ვნახე სხვა ქართველი ოლიმპიელების ვარსკვლავები. მაშინ ჩავიფიქრე, რომ ჩემი ვარსკვლავიც გახსნილიყო და ეს ოცნებაც ამიხდა.''
GEONOC.ORG.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლორია--ლობჟანიძე კვერკველია ამისულაშვილი კაშია ნავალოვსკი--კვეკვესკირი --ყაზაიშვილი ანანიძე ოქრიაშვილი--დვალიშვილი ზამენა დვალი აბურჯანია ჭანტურია
ცინცხალი ინფოაDD
კურიე სოფიის ცსკაში გაუშვეს თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა კურიემ...ასევე მიდიან სკრიბე ალვარო და შპიჩიჩი,იტოვებენ ველევს და რენეს.
თუ სიმართლეა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მიუღია))) ველევი უნდა დარჩენილიყო....)))
ის ნაცრის შემყრელი სად გაუშვით ხუციშვილი პასუხის მგებელი ხო იყო ყველა ტრანსფერზე )))
მაგრად მევასებიან
აშენებულა დინამო და ეგაა
ამათმა მაინც იციან ფეხბურთი წინა ხელმძღვანელებისგან განსხვავებით
ლეგიონერების გარეშე ქართულ ფეხბურთს არ ეშველებააააა,
ბარათაშვილს მაგრად მოწონს ლათინო ამერიკული ფეხბურთი.იჩალიჩოს მაგათზე,აი რა არ მომეწონა ფეხბურთს და იმედის ფსონს ვინ წაიყვანს სილკ სპორტზე
ვა ვა ვა გასახარი ამბავია! ნამდვილად!
სირცხვილია !!!1
სანამ არ გავიგებთ რომ პური პურისმცხობელმა უნდა აცხოს და არა ბალეტმაისტერმა უფრო უარეს დღეში ვიკნებით
ფეხბურტელები პარლამენტსში მიდიან
ჟურნალისტები ფეხბურტს უდგებიან სათავეში
ოპერის მომღერალს ქვეყნის მართველობა მოუნდა
მალე ალბათ ქათმები ყეფვას და ძაღლები კვერცხის დადებას დაიწყებენ
გეფიცები, ღმერთს მადლობა ვუთხრათ რომ ვარსებობთ მეტის ღირსი არ ვართ რა
შენ დაუკარ..
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დიმა ჯობდა ობოლაძე ამათ დაენიშნად, ჩამოყრიდა შემთხვევით მსოფლიო ვარსკვლავებს.
შეცდომით.
რა საინტერესოა.. ბიძინასაც და ლევანსაც დიდ პატივს ვცემ ! ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ !
ლევან სალუქვაძეს რასაც ვუსმენდი ცუდს არაფერს ლაპარაკობდა და ვნახოთ დრო გვიჩვენებს არვიცი ამათზე კარგიც ვინ იყო დასანიშნი არვიცი)) სალუქვაძეზე გამახსენდა მინაშვილი სად დაიკარგა?
პატივს ვცემ ორივეს, იმედია დაარწმუნრბრნ ფიფიას უფრო მეტი ფული რომ უნდა ჩადოს...
საქმე ისაა რო გაისად დინამო ალბათ პირველივე ეტაპზე განუთესავი იქნება და დაგვეტაკება ვინმე ზაგრების ან ზალცბურგის ნაირიD
მერე რამნიშვნელობა აქ მაინც უნდა მოუგო))
levani82 (38019) წააგებენ დღესაც და გავარდებიან საერთოდაც,აღარ ვუყურებ საერთოდ ჩვენს ჩემპიონატს რო არ გეთქვა ეხა არც ვიცოდი დღეს თუ იყო თამაშებიDD
korben dallas
პატარქალიშვილი მაგრად გვაბოლებს, თუნდაც მარადონას ამბავი გაიხსენე. ეხლა კიდე იმას იძახის ბრაზილიიდან ვარსკვლავებს ჩამოვიყვანო
საინტერესო დანიშვნაა ჩემი აზრით. ორივე ამ ადამიანს უყვარს და ესმის ფეხბურთი. შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ გაიყვანონ დინამო, მაგრამ წინამორბედ ხუციშვილზე უკეთეს გუნდს რომ დააყენებენ, დარწმუნებული ვარ.
Torres9
შენთან ისევ 1-1 მიდის
ბიძო რასინგის და როსარიოს მზარდი ახალგაზრდობა ჩამოიყვანე,ან ბრაზილიელი ბიჭები,ჩილე კოლუმბია..ამ აღმოსავლეთ ევროპელებსგან მაინც არაფერი გამოდის.ის ურუგვაელი ჩამოფრინდება სიამოვნებით და ეს ვინმე ჯაგლაგი ხორვატი და ბულგარელი მოზოზინდება და ჩაამთქნარებს ევროსარბიელს როგორც აქამდე იყო ...სამხრეთ ამერიკააააააააააააააააა ჩვენი ხსნ.რენესნაირებს დაითრევთ ნაღდად ყველა ხაზში
ბარათაშვილი სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოტრფიალე როა კი ვიცით, მაგრამ კავშირების ამბავში როგორაა ნეტა ?
ის პატარქალიშვილი 10 წელი რომ პელეს ჩამოყვანას გვპირдება, იქნებ ჩაერიოს თავისი კავშირებით, дაეხმაროს ჩვენს კლუბებს ტალიკ-ტალიკი ლათინოსების მოძიებაში
ახლებიდან ველევს დავტოვებდი
ველევს მეც ვერ ველევი
დანარჩენები აუთ?
ეხა ვისაც ნიშნავენ მაგის დანიშვნას ჯობდა იურა დაეტოვებინათ ან უჰრინი დააბრუნონ ისევ ან გარსია და ფეხბურთელები მოიყვანონ ნორმალური
მივესალმები ამ ხალხის დანიშვნას წინა მორბედებისგან განსხვავებით იციან ამ ხალხმა თავის საქმე
პიროვნულად ორივე კარგი ადამიანი ჩანს მაგაზე არაა პრობლემა...პატიოსნებიც არიან დარწმუნებული ვარ... მაგრამ ვეთანხმები soselia (747)-ს "მარტო ფეხბურთის სიყვარული არ გამოდგება ფეხბურთის გუნდის სამართავად...". მე მაინც ვისურვებდი უცხოელი "ჭიპმოჭრილი" საფეხბურთო ჩინოვნიკის მოწვევას... თორემ საბოლოოდ ერთი რუსული ანდაზასავით გამოგვივა: "хотели как лучше...получилась как всегда "(თარგმანი: "გვინდოდა უკეთესი...მაგრამ გამოვიდა ისე როგორც ყოველთვის").
ნორმალურ უცხოელ მწვრთნელს რაც შეეხება, ვფიქრობ პირველივე ჯერზე გაგვიმართლა, როცა იოჰან ბოსკამპი ჩამოიყვანეს. ცოტა ხნით იყო ეს კაცი дინამოს дა საქართველოს ნაკრების дამრიგებლაд, თუმცა ისეთი дიაგნოზი дაუსვა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ აგერ 17 წელიწაдია გასული дა მაინც ქვას ხეთქავს.
"მენტალიტეტ дებილ"- ოქროს სიტყვებია, ოქროსი DDDDDDDDDD
Torres9
U15 არა U19-ის ტრენერია
ბარათაშვილი მართლაც ჯიგარი და პატიოსანია
Morigi avantiuristuli da piaruli gadackvetileba miigo pipiam..marto pexburtis siyvaruli ro ar gamodgeba pexburtis gundis samartavat eg yvelam vicit,da ragac ejvi mepareba levan saluqvadzes an gamocdileba an iseti kavshirebi kondes ro ak cota normaluri legionerebi chamoikvanos..amitom morigi rgoli datrialda gaisamde
ნორმალური მწვრთნელი ჩამოიყვანეთ თქვენ იდიოტებო, როდემდე უნდა აგინებინოთ ამ ხალხს თავი. 15წლამდელთა გუნდის მწვრთნელი რანაირად უნდა დანიშნო ბიჭო თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად, ხო არ გეფხანებათ? ბავშვების მეტი არავისთან არ აქვს ტიპს ნამუშევარი
კაროჩე რააა..... მითუმეტეს ცადეთ წინაზე და არ გაამართლა გოგიჩაიშვილის დანიშვნამ - როდემდე უნდა ყლაპოთ, ჭკუას ვერ სწავლობთ? ღირსები ხართ მთელი ქვეყანა რო გაგინებთ, სუფთა იდიოტები.
ბარათაშვილი და სალუქვაძე შეძლებენ მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანას?!
ჩემთვის ასევე გაუგებარია დინამოს მთავარ მწვრთნელად რატომ ინიშნება დინამოს U15 მწვრთნელი...
საინტერესოა ირმა ცქიტიშვილს რა წვლილი მიუძღვის ყველაფერ ამაში? ლევან სალუქვაძე სპორტულ დირექტორად ცოტა სასაცილოა!!!
ვააა მალაცი მემგონია რომ ორივეს უყვარს ფეხბურთი და გამოადგება დინოამს აგერ ტორპედოც ძლიერდეა და იმედია გაცოცხლდება ფეხბურთი საქართველოშI
ვნახოთ, ვნახოთ...
ზოგაдაд როცა ვალдებულებებისგან თავისუფალი ხარ, ბევრაд აдვილია პრობლემებზე საუბარი. ამ ორი ბატონისგანაც ბევრჯერ მოგვისმენია ქართული ფეხბურთის კრიტიკა.
ვნახოთ აბა, ამის მერე როგორ იქნება ? ბუნებრივია, როცა კლუბში რაღაც თანამдებობა გაქვს, ზღვარი უნдა дაიცვა. პირს ვერ მოაღებ дა ყველა უბეдურებაზე ვერ ილაპარაკებ. არ ვიცი, მგონი ამას კორპორატიული ეთიკა ჰქვია DDDD
მაგრამ ზოგი ნამეტანი უტიფარი ხдება дა პირдაპირ ამბობს თეთრზე, შავიაო...
სილკზე დინამოს თამაშები თუ იქნება მაგას რა ჯობია