ფეხბურთი

19:56 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უელსს დაუზავდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო.

ვასილ მაისურაძის გუნდი მეათე ჯგუფში თამაშობს, რომლის მასპინძელი ნორვეგიაა. პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელები უელსის 19-წლამდე ნაკრებს შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. პირველ ტურში ამავე ჯგუფში ნორვეგიამ კოსოვოს ადვილად 3:0 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მეორე ტურში 9 ოქტომბერს კოსოვოს დაუპირისპირდება, ხოლო 12 ოქტომბერს, ბოლო ტურში მასპინძელ ნორვეგიას. ჯგუფიდან ელიტ რაუნდის საგზურს ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

უელსი - საქართველო 0:0 (0:0)

საქართველო (4-4-2): ხარატიშვილი; ჩხეტიანი (ჩხეტიანი 63), პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა; ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 80), ღვიშიანი; კვერნაძე (სიხარულაშვილი 86), გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი 86)

0.116561