ფეხბურთი

14:21 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "არ გვეშინია, გამარჯვების ამბიცია გვაქვს"

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან მეტოქე შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ „ფურია როხას“ გამარჯვების ამბიცია აქვს.

„იტალიაში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. მე მიყვარს ეს ქვეყანა, მიყვარს საკვები, ყავა, მზე, ეროვნული ნაკრები. ვფიქრობ, რომ ეს გუნდები ამ მომენტში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჩვენი გეგმა არის, რომ პირველივე წუთიდან ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, ნებისმიერ მომენტში და გოლის გაშვებას არ დაველოდებით. დანარჩენი კი ვნახოთ, როგორ გამოგვივა. იტალია ძალიან ძლიერი გუნდია, 37 მატჩს, როცა წაუგებლად ატარებ, ეს ნიშნავს, რომ კარგად მუშაობ. ისინი ევროპის ჩემპიონები სრულიად დამსახურებულად გახდნენ და ჩვენთვის პატივი იქნებ მათ წინააღმდეგ თამაში, მაგრამ არ გვეშინია, ეს ძალიან ცუდი სიტყვაა, არ გვეშინია, რადგან გამარჯვების ამბიცია გვაქვს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი დღეს მილანში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.108998