ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ლოგო უეფამ ოფიციალურად წარმოადგინა. ლოგო 6 ფერშია შექმნილი, რომელიც უეფას წევრი 55 ევროპის ქვეყნის დროშისთვის საერთოა.
ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება და მას 10 ქალაქი უმასპინძლებს. მატჩები ლაიფციგში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, ბერლინში, დორტმუნდში, მიუნხენში, დიუსელდორფში, შტუტგარტსა და კიოლნში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გერმანიას დიდი ტურნირებისთვის აქამდე სამჯერ უმასპინძლია. 1974 და 2006 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატს, ხოლო 1988 წელს ევროპის ჩემპიონატს.